თეგებით ძიება

"გლდანში უცოდინრობის გამო ჩავსახლდი... კონტიგენტიც ისეთია..მთელი სოფელი მანდაა" - რას წერს უკმაყოფილო რუსი "ლტოლვილი"

რუსეთის მოქალაქე, რომელიც ოკუპანტი ქვეყნიდან გამოიქცა და თავი საქართველოს შეაფარა, თბილისის ერთ-ერთმა რაიონმა არ მოხიბლა და თავის უარყოფით განწყობაზე წერს. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"გლდანში უცოდინრობის გამო ჩავსახლდი, ხედიც არ არის. როგორც ხალხს ვუთხარი, კონტიგენტიც ისეთია..მთელი სოფელი მანდაა", - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და სამჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ რეგიონებს.

"გლდანში უცოდინრობის გამო ჩავსახლდი... კონტიგენტიც ისეთია..მთელი სოფელი მანდაა" - რას წერს უკმაყოფილო რუსი "ლტოლვილი"



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა