თეგებით ძიება

"არასოდეს დავამცირო არც ერთი ერი, რაც არ დააშაოს სხვა რომელიმე წარმომადგენელმა ან ქვეყანამ!" - რუსეთში მოღვაწე ქართველი ექიმი

რუსეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ონკოქირურგი ირაკლი პაპასკუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მე , ირაკლი პაპასკუა
ქ ა რ თ ვ ე ლ ი,
სულით, მენტალობით, შეგნებით ქრისტიანი!
ვაცხადებ, რომ მზად ვარ
დ ა ვ ე ხ მ ა რ ო ნებისმიერი
ეროვნების ა დ ა მ ი ა ნ ს ყველგან, ყოველთვის, ყველა ვითარებაში!
შ ე ვ ი ფ ა რ ო, თუ შემიძლია,
ვ ა ჭ ა მ ო, თუ გამაჩნია,
ვ უ მ კ უ რ ნ ა ლ ო, თუ ავადაა!
პირობას ვდებ,
არასოდეს მოვთხოვო
პ ა ს უ ხ ი არც ერთ უდანაშაულო ადამიანს მისი ქვეყნის
მ თ ა ვ რ ო ბ ი ს ასეთი თუ ისეთი ქმედებების გამო! არასოდეს მოვთხოვო
პასუხი შ ვ ი ლ ს მამის გამო! არასოდეს დავამცირო
არც ერთი ე რ ი
შეურაცხმყოფელი ეპითეტებით,
არასოდეს ვუწოდო მთელ ერს
"ღ ო რ ი" ან რამე
სხვა დამამცირებელი სახელი რაც არ დააშაოს სხვა რომელიმე წარმომადგენელმა ან ქვეყანამ!
პირობას ვდებ ყოველთვის გავარჩიო ერთმანეთისგან
ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო და უბრალო ადამიანები!
მე არასოდეს მოვთხოვ უბრალო ადამიანს, რომ დაუპირისპირდეს საკუთარ მთავრობას, რ ე ჟ ი მ ს, ჩაიყენოს თავი უდიდესი
რ ი ს კ ი ს ქვეშ და სასწორზე დადოს თავისი
შ ვ ი ლ ე ბ ი ს ბედი!
პირობას ვდებ და კატეგორიულად ვაცხადებ -
არასოდეს, არც ერთი ერის მიმართ წარმოებულ აგრესიულ
კამპანიასა და პროპაგანდაზე, ჩემი სახელი და გვარი
დაფიქსირებული არ იქნება!
მე ვარ ქ ა რ თ ვ ე ლ ი
და დავრჩები ქართველად
ს ი კ ვ დ ი ლ ა მ დ ე!", - წერს პაპასკუა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და სამჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ რეგიონებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა