თეგებით ძიება

"უიარაღოდ უძალიანდებოდნენ რუსეთს... ეს ხალხია საქართველო" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე აფხაზეთის ომის გმირების ვიდეოკადრებს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ "ეს ხალხია საქართველო".

"წელიწადნახევარი, ფაქტიურად უიარაღოდ უძალიანდებოდნენ რუსეთს. ეს ხალხია საქართველო. ისინი კი, ყველა დროს რომ ხელის მოთბობას ცდილობდნენ, არაფერი რომ მათ "არ ეხებოდათ", გარდა თქვლეფისა, იმასაც ვერ აფასებენ, რომ მათ რომ თბილად ეცხოვრათ, მათ შვილებს რომ დღეს ის გახსნილი საზღვრები და მომავლის პერსპექტივა ჰქონოდათ, რაც აქვთ, ამისთვის იხოცებოდა ასეთი ხალხი", - წერს ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, რომ 1992-1993 წლებში, აფხაზეთში საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი ადამინი, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

2088 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და მათი ოკუპაცია განახორციელა. კრემლი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

მიმდინარე წლის 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსი აგრესორები ბომბავენ არამხოლოდ სამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, არამედ მათ საჰაერო იერიში საცხოვრებელ სახლებზეც მიაქვთ. ომის დაწყებიდან 2.5 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა უცხოეთში.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა