თეგებით ძიება

"რუსეთი დაგვესხა, სარდაფს შევაფარეთ თავი, მაგრამ გვიპოვეს და ზურგში გვესროლეს..." - ქართველი ბავშვები რუსულ აგრესიაზე

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაკა კუხალაშვილი ქართველ მოზარდებზე წერს, რომლებზეც უკრაინაში მიმდინარე ომმა თავისებური ფსიქოლოგიური ასახვა ჰპოვა:

"გუშინ ჩემს 10 წლის შვილიშვილთან მეგობრები ამოვიდნენ. დები, ნანჩო და სესილი. სხედან ბავშვები ნამცხვარს მიირთმევენ და საუბრობენ. პატარა სესილი, რომელიც 8 წლისაა გოგოებს სიზმარს უყვება: რუსეთი დაგვესხა თავს, ჩვენ სამმა სარდაფს შევაფარეთ თავი, მაგრამ გვიპოვეს, მიწაზე დაგვყარეს და ზურგში გვესროლეს, მაგრამ არ მოვკვდით, გადავრჩითო. საუბარი გააგრძელეს, ცალი ყური იქეთ მქონდა, ბავშვები ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რა დიდია რუსეთი და რად უნდათ სხვისი მიწები, როგორ ვერავინ მოიშორა თავიდან ბოროტი პუტინი.

ოლღა ბებია გამახსენდა- რასაც მე ჰიტლერს ვწყევლი, როგორ უდგია სულიო. როგორ უდგას სული ამ ბოროტ ნაძირალას უკრაინელი ბავშვების ცოდვით. აქ არ არის ომი, მაგრამ ჩვენი პატარებიც (არამარტო) შეშინებული და დაზაფრული არიან.
ღმერთო დაიფარე უკრაინა!!!
ღმერთო დაიფარე საქართველო!!!
დიდება გმირებს!!!", - წერს მაკა კუხალაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა