თეგებით ძიება

"მთელი 4 საათი საავიაციო განგაშის ქვეშ, მიწაში გავატარეთ ბავშვებთან ერთად. ის პირდაპირ სამიზნედ დედებს და ბავშვებს ირჩევს" - დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო, რომელიც უკრაინაში მოხალისედ წავიდა, ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს:

"წუხელ შუაღამეს მთელი 4 საათი საავიაციო განგაშის ქვეშ, მიწაში გავატარეთ ბავშვებთან ერთად. შუაღამისას რომ იწყებს დაბომბვას რუსეთი, რამდენიმე საათი არ ჩერდება იქამდე, სანამ ბოლომდე არ გაასწორებს ყველაფერს მიწასთან. მართლა ვერ ვიგებ, რა დაუშავა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა? ის პირდაპირ სამიზნედ დედებს და ბავშვებს ირჩევს. ვერ ვხვდები ამას", - წერს მანგო.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსი აგრესორები ბომბავენ არამხოლოდ სამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, არამედ მათ საჰაერო იერიში საცხოვრებელ სახლებზეც მიაქვთ. ომის დაწყებიდან 2.5 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა უცხოეთში.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა