თეგებით ძიება

"დაგვეხმარეთ! დაბომბილ იაროვოს სამხედრო ბაზაზე ვატო გელაშვილი იმყოფებოდა" - უკრაინაში ქართველ მებრძოლს ეძებენ

ჟურნალისტი, ელისო კილაძე უკრაინაში, იაროვოს სამხედრო ბაზაზე მყოფ ვატო გელაშვილზე წერს და მის მოსაძებნად დახმარებას ითხოვს.

"გამთენიისას დაიბომბა იაროვოს სამხედრო ბაზა, სადაც ჩვენი მეგობარი ვატო გელაშვილი იმყოფებოდა.
დაღუპულებს შორის არ არის, დაჭრილი 134 პირია !
ვეძებთ-კავშირი ამ დრომდე არ ხერხდება‼️
#დაგვეხმარეთ ‼️
ვისაც სად მიგიწვდებათ ხმა ‼️", - წერს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსი აგრესორები ბომბავენ არამხოლოდ სამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, არამედ მათ საჰაერო იერიში საცხოვრებელ სახლებზეც მიაქვთ. ომის დაწყებიდან 2.5 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა უცხოეთში.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა