თეგებით ძიება

"კიევში ვერ შემოვლენ რუსები! ნუ თესავთ პანიკას, რომ ფეისბუქში ლაიქები მიიღოთ... თუ ხარ პატრიოტი, იყავი პატრიოტი" - ქართველი მებრძოლი უკრაინიდან (ვიდეო)

უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომარი, ვანო ნადირაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს პანიკა არ დათესონ.

მისი თქმით, კიევი ალყაში არ არის.

"კიევი ალყაში არ არის, ნუ დაუჯერებთ ამ ტყუილებს. პანიკას ნუ ქმნიან, სამწუხაროდ, ტელევიზიები და ზოგიერთი მოქალაქე წამებულის როლში რომ გამოდის. თუ ხარ პატრიოტი, იყავი პატრიოტი თუ არადა, ნუ აგდებთ განწყობას და ნეგატივს ნუ თესავთ. კიეში ჩემს ფეხებს შემოვლენ რუსები

მისივე თქმით საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა არ ხდება კიევში

"რუსები ვერ შემოვლენ კიევში...ნუ თესავთ პანიკას, რომ ფეისბუქში ლაიქები მიიღოთ", - აცხადებს ნადირაძე ვიდეო მიმართვისას.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსი აგრესორები ბომბავენ არამხოლოდ სამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, არამედ მათ საჰაერო იერიში საცხოვრებელ სახლებზეც მიაქვთ. ომის დაწყებიდან 2.5 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა უცხოეთში.







თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა