თეგებით ძიება

"აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში..." - ალეკო ელისაშვილი უკრაინის ომში ჩაერთო

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი უკრაინაში მოხალისედ წავიდა და უცხოურ ლეგიონში ჩაეწერა.

"არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ.
დიდება უკრაინას!

დიდება საქართველოს!", - წერს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსი აგრესორები ბომბავენ არამხოლოდ სამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, არამედ მათ საჰაერო იერიში საცხოვრებელ სახლებზეც მიაქვთ. ომის დაწყებიდან 2.5 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა უცხოეთში.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა