თეგებით ძიება

"რეზოლუციის მე-5 პუნქტი, რაზეც "ნაციონალურ მოძრაობას" ხელი აქვს მოწერილი" - რას აქვეყნებს კონსტანტინე ზარნაძე?

"ქართული ოცნების" გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"რეზოლუციის მე-5 პუნქტი, რაზეც ნაციონალურ მოძრაობას ხელი აქვს მოწერილი.
მე-5 პუნქტში წერია: „2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან“...
მეგობრებო, საქმე გვაქვს პარტიასთან, რომელიც ყველა ქმედებით არის რუსული, ხოლო პოლიტიკური ორიენტაციით პრორუსული!
დღესაც დავალებას ასრულებენ", - წერს ზარნაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა