თეგებით ძიება

"გააზიარეთ… რუსეთში მყოფ მეგობრებს ჩაუგდეთ!" - რა ვიდეოს ავრცელებს გიორგი ფხაკაძე?

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს სიმღერის კლიპს, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ასახავს.

"გააზიარეთ…..
განსაკუთრებით რუსეთში მყოფ მეგობრებს ჩაუგდეთ!
რუსკი ვაენნი კარაბლ…
და თბილისის აქციის და ქართველი მეზღვაურის კადრიც გამოიყენეს", - წერს ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსი აგრესორები ბომბავენ არამხოლოდ სამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, არამედ მათ საჰაერო იერიში საცხოვრებელ სახლებზეც მიაქვთ. ომის დაწყებიდან 5 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა უცხოეთში.

#drpkhakadze


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა