თეგებით ძიება

"რუსებმა იქირავეს და თქვენზე ორჯერ მეტს გადამიხდიანო... " - თბილისში მდგმურს ბინიდან ასახლებენ

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარიამ ხოფერია ფეისბუქზე წერს მეგობარზე, რომელსაც დაქირავებული ბინიდან ასახლებენ იმის გამო, რომ ფართში შემდეგ რუსეთის მოქალაქეები შეასახლონ, რომლებიც ორმაგ თანხას უხდიან მეპატრონეს.

"მეგობარს თბილისში 500 ლარად ჰქონდა ბინა ნაქირავები.
დღეს ბინის პატრონმა გამოუცხადა, 10 დღეს გაძლევთ, რომ ბინა დაცალოთო.
მიზეზი რომ იკითხა, თუ გამოიცნობთ პასუხად რა მიიღო?
რუსებმა იქირავეს და თქვენზე ორჯერ მეტს გადამიხდიანო...
მართლა კარტოფილზე და ზეთზე გაყიდული ქვეყანა ვართ", - წერს მარიამ ხოფერია.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და სამჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ რეგიონებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა