თეგებით ძიება

"შემაგინა რუსულად და 2008-ში უნდა ესწავლა ჭკუა "გრუზიასო” - ბარში რუსი "ლტოლვილი" ქართველს ინგლისურად პასუხისთვის ეჩხუბა

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნატალია თაქრი (Natalia Tark) ბათუმში, ერთ-ერთ ბარში რუსულენოვან მომხმარებლთან მომხდარ ინციდენტზე ფეისბუქზე წერს:

"გუშინ ვიყავი ბათუმში, რაღაც ბარში.
რუსულად დამელაპარაკა ვიღაც გოგო და ინგლისურად ვუპასუხე, არ მესმის რას ამბობთქო.
ვიცი რომ გესმისო. შემაგინა რუსულად და 2008-ში ერთხელ უკვე უნდა ესწავლა ჭკუა "გრუზიასო” ასე დაიწყო წიკვინი.
........
ეს არის პატარა მონაკვეთი. მგონია რომ მესიზმრება.
ჩავამატებ: მაგ ვითარებაში ვიდეოზე ფიქრი ვერ დავიწყე; სათანადო პასუხი გავეცი. მერე ქართველი ბიჭები გამოენთნენ და რუსების დაცვა და საქმის გარჩევა დაიწყეს ჩვენთან.

პოლიცია ადეკვატური იყო", - წერს ნატალია თარქი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და სამჩაბლოს ოკუპაცია განახორციელა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ რეგიონებს.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა