თეგებით ძიება

"დავინახეთ წავიდა აიღო მოხალისის ჟილეტი და გაემართა ხალხის დასახმარებლად" - უკრაინელი ბავშვის ამბავი სადგურიდან

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"სადგურზე, სადაც ლვოვიდან მატარებელი ჩამოდის და ხალხის დიდი ნაკადია, მოწყობილია დახმარების ცენტრი. იქვე სადგურში ჩამოსულებს ახვედრებენ საჭმელს, სიმკარტებს, შინაური ცხოველებისთვის საჭირო ნივთებს, ჰიგიენის საგნებს…იქვე ხდება ხალხის გადანაწილება სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში. უამრავი ხალხი ირევა, უამრავი საჭიროებაა. დედები მძიმე ჩანთებით და ბავშვის ეტლებით, დაღლილი მოხუცები, ეძებენ ინფორმაციას, ცდილობენ დაკვალიანებას. ხოდა სადაც არ გაიხედავთ ყველა ადამიანის სახეზე დაინახავთ ისტორიას: დაღლილობა, დარდი, შემართება, გადარჩენის ინსტინქტი, ბევრი რამე. ხოდა ამ ბევრ ისტორიაში Sofia Tchkonia-მ შეამჩნია ეს ბავშვი, რომელიც საორგანიზაციო ოთახთან ცოტა მორიდებით და თან ინტერესით ტრიალებდა. ვაკვირდებოდით ამ ბავშვს და უცებ დავინახეთ წავიდა აიღო მოხალისის ჟილეტი და გაემართა ხალხის დასახმარებლად.
აქ არის სიკეთე და სიმართლე, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს", - წერს ხოშტარია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა