თეგებით ძიება

"სალომე ზურაბიშვილი მიდის მონასტერში... უკრაინა ბაირაქტარებზე ჩამოკიდებული თოკებით იპარავს სააკაშვილს და აბრუნებს უკრაინაში" - უტოპიური საქართველო

ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომელი, გიორგი ჯავახაძე სოციალურ ქსელში წარმოსახვით საქართველოზე წერს:

"მე რომ ამ ქვეყნის სცენარისტი ვიყო, მოვლენები განვითარდებოდა შემდეგნაირად:

სალომე ზურაბიშვილი მიდის მონასტერში.
საქართველოს პრეზიდენტი ხდება შალვა რამიშვილი.
პროტესტის ნიშნად, ოპოზიცია ტოვებს პარლამენტს (ევროპელი სოციალისტების გარდა).
ოპოზიცია აანონსებს გრანდიოზულ აქციას 2023 წლის 14 აპრილს.
ცნობილი ხდება, რომ ბრიუსელში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრები სექსუალურად შეავიწროვა.
ყველა ქვეყანა გვიწესებს საქციებს რუსეთის, ბელარუსის და ლიეტუვის გარდა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2023 წლის 14 აპრილს ვერ დაელოდება და იწყებს მყისიერ პროტესტს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.
ქუჩაში გამოდის 200.000 ადამიანი, თუმცა, ვინაიდან ერთ-ერთმა აქტივისტმა ააფრიალა ბანერი ,,თავისუფლება მიშას", პარტიების ნაწილი პროტესტს ეთიშება.

,,გირჩი" ბრუნდება პარლამენტში და იწყებს ბრძოლას იარაღის ტარების ლეგალიზაციისთვის.
უკრაინა ბაირაქტარებზე ჩამოკიდებული თოკებით იპარავს სააკაშვილს და აბრუნებს უკრაინაში.
ცეკვავენ ვარსკვლავებიდან აგდებენ სელჩუკ ბაირაქტარს.

ალტ-ინფო აანონსებს უკრაინის საელჩოში შეჭრას. შსს 3 პოლიციელს აგზავნის საელჩოს დასაცავად. ალტ-ინფოს ტყვედ აყავს უკრაინის ელჩი.
შსს-ს უმოქმედობის გასაპროტესტებლად, ,,სირცხვილია" ბალიშებს ესვრის შსს-ს შენობას. ხალხი ემიჯნება პროსტესტის ამ ფორმას - პოლიციელი გმირია!
რუსეთში იწყება სახელმწიფო გადატრიალება. პუტინს კლავს მამუკა ჯუღელი.

ახლა უნდა მოვიშოროთ რუსული ოცნება, ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა - აცხადებენ ოპოზიციაში და იწყება საპროტესტო აქციები.
200.000 კაცი გადის ქუჩაში. მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს. აქცია იშლება.

რუსეთის პრეზიდენტი ხდება კადიროვი. პუტინის ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, კადიროვი იწყებს გროზნოს დაბომბვას.
თბილისი პრაიდი მსვლელობას აანონსებს. ალტ-ინფო ათავისუფლებს უკრაინის ელჩს და მთელი რესურსებით ერთვება პრაიდის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პრაიდი აუქმებს ყველა ღინისძიებას. უკრაინა მადლობას უხდის თბილისი პრაიდს.

კაცობრიობის ისტორიაში პირველად, შეთქმულების თეორიების მომხრეებმა რაღაც გამოიცნეს - ცნობილი ხდება, რომ ზვიად გამსახურდია ცოცხალია.
ზვიადი ბრუნდება. მას ყვავილებით ხვდება გოგა ხაინდრავა.

თბილისში იწყება სამოქალაქო ომი ზვიადის მომხრეებსა და ხელისუფლებას შორის.
პატარა გრეჩიხა ჯერ ლიბერალებს ხოცავს და მხოლოდ შემდეგ ჩაერთვება კონფლიქტში.
,,გირჩის" განცხადებით, მისი კანონისთვის მხარი რო დაგვეჭირა და ყველას იარაღი გქონოდა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.
უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი გადადის შეტევაზე და იღებს როსტოვს. ირაკლი ოქრუაშვილს ხელში უვარდება ატომური ბომბი.
31-ე სეზონის დასასრული", - წერს ჯავახაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა