თეგებით ძიება

"თუ რუსეთის აღვირახსნილობას აპროტესტებ, მღვდელმა არ უნდა იპოლიტიკოსოს…" - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) უკრაინაში რუსეთის ქმედებებსა და ქართველი სასულიერო პირების დამოკიდებულებებზე სოციალურ ქსელში წერს:

"მშობლიური ლიტერატურიდან ვსწავლობთ და ვამაყობთ იმით, რომ ათონზე მოღვაწე ქართველი ბერი იოანე-თორნიკე ერისთავი ომშიც იბრძოდა…
დღეს კი, თუ რუსეთის აღვირახსნილობას აპროტესტებ, მღვდელმა არ უნდა იპოლიტიკოსოს…

ჩამოყალიბდით, როდის უფრო გულწრფელი ხართ, როცა ქართველი ბერით ამაყობთ თუ, როცა ,,მაინც რუსეთი გირჩევნიათ”!..
ისე, რომ იცოდეთ, თევდორე მღვდელს ძალიან დიდი პოლიტიკური ნაბიჯი რომ არ გადაედგა და ოსმალები ცხირეთის ციხის ნაცვლად მოუსავლეთში არ გაეშვა, ტერიტორიას , დღეს სადაც ცხოვრობთ, საქართველო არ ერქმეოდა…

ჰოდა, ასეთი უვიცი განცხადებებისაგან თავი შეიკავეთ და წიგნები წაიკითხეთ!..", - წერს პეტრე კოლხი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა, 5 მილიონზე მეტი კი ლტოლვილად იქცა. კრემლის სამხედრო აგრესიის გამო, რუსეთს დასავლეთმა მკაცრი ფინანსური და ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ქვეყანა ასობით ბრენდმა დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა