თეგებით ძიება

"დაწყნარდი, მიშა, უბრალოდ უნდა დაწყნარდე..." - ამბავი, რომელსაც მოულოდნელი ფინალი აქვს

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამრო ოქრუაშვილი ფეისბუქზე ისტორიას აზიარებს, რომელსაც ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეესწრო:

"გუშინ სუპერმარკეტში შევესწარი ასეთ სურათს,ჩემს წინ მიდიან ორნი,როგორც ჩანს -ბაბუა და შვილიშვილი - ასე 5 წლის ბიჭი.შვილიშვილი ყოველ წამს ყვირის და რაღაცას მოითხოვს, რაზეც ბაბუა მშვიდად იქნევს თავს და ამბობს ,,დაწყნარდი , მიშა, უბრალოდ უნდა დაწყნარდე”. მაშინაც კი , როცა ბავშვი იატაკზე გაწვა და ფეხებს და ხელებს ურტყავდა იატაკს,ბაბუა ისევ მშვიდად იგივეს იმეორებდა - ,, დაწყნარდი , მიშა,ჩვენ მალე ვიყიდით ყველა პროდუქტს და წავალთ სახლში,სულ ცოტა დარჩა”.

როგორც იქნა სალარსოთან მივიდნენ,შვილიშვილმა დასტაცა ქინდერს ხელი იატაკზე დაანარცხა და ფეხებით გაჭყლიტა.ბაბუამ ისევ მშვიდად თქვა იგივე და მოლარესაც უთხრა- ნუ ნერვიულობთ , ქინდერსაც გადავიხდიო. როგორც იქნა, გავიდნენ გარეთ,ვეღარ მოვითმინე და ბაბუას ვუთხარი, აღფრთოვანებული ვარ თქვენით , როგორ აწყნარებდით მიშას-მეთქი. ბაბუამ - ბავშვს მათე ქვია,მიშა ეს მე ვარო..", - წერს ოქრუაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა