თეგებით ძიება

"მოდით ოსეტინებო... ბარემ თქვენ თვითონვე გამოანთავისუფლეთ ჩვენი მიწა... ისე, უკრაინაში წასულ ქართველებს მხოლოდ ოსები, რუსები და ქოცები გვლანძღავენ" - ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ოკუპირებული ცხინვალიდან რუსების დასახმარებლად წასული ოსების საკითხს ეხმაურება:

"მოდით ოსეტინებო, მოდით. ისედაც წითელ წიგნში შესატანებიღა დარჩით ცხინვალში ამაზონის კროლიკებივით და ბარემ თქვენ თვითონვე გამოანთავისუფლეთ ჩვენი მიწა. უკრაინული მიწა კი იმხელაა, რომ თქვენც დაგიტევთ და სხვა თქვენნაირსაც.

ისე რა ნიშანდობლივია არა? უკრაინაში წასულ ქართველებს მხოლოდ ოსები, რუსები და ქოცები გვლანძღავენ", - წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა