თეგებით ძიება

"რუსეთის დასასრულის დასაწყისი დაიწყო! არ იყიდოთ რუსული და ბელორუსული პროდუქტი/სერვისი! თავისუფლებას თავისი ფასი აქვს!" - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე ბიზნესსა და მოქალაქეებს მიმართავს და მათ რუსული და ბელარუსული პროდუქტების რეალიზაცია/მოხმარების დაბლოკვისკენ მოუწოდებს.

"რუსეთის დასასრულის დასაწყისი დაიწყო!
რა ვუთხრა "ბნელიტას", ბნელი ხარ… და სულ იქნები ბნელეთში…
რა უნდა გააკეთო შენ, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს!
მოგმართავთ ბიზნესის წარმომადგენლებს, რეალიზაციიდან ამოიღეთ ყველანაირი რუსული და ბელორუსული პროდუქცია ყველგან!
მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, არ შეიძინოთ არანაირი რუსული და ბელორუსული პროდუქტი/სერვისი!
დაბლოკეთ ყველა რუსული და ბელორუსული საინფორმაციო/გასართობი არხები (ინტერნეტი/სატელიტი/საკაბელო)!
სრული ბოიკოტი ყველაფერს, რაც არის რუსული და ბელორუსული!
”კრემლოვიჩების” დაბლოკვა/ბოიკოტი ყველგან!
თავისუფლებას თავისი ფასი აქვს. თავისუფლებისთვის ბრძოლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა!", - წერს ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა