თეგებით ძიება

"სულ კადრებს ვუყურებ და სულ მეტირება" - რას წერს ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია უკრაინაში მიმდინარე ომს და რუსული აგრესიის მსხვერპლი ბავშვების შესახებ წერს:

"ზუსტად ვიცი, თქვენც ასე ხართ-გონებაში ადგილი აღარაფრისთვის დამრჩა, უკრაინის გარდა და აღმოვაჩინე, რომ ეთერში როცა ვმუშაობ, ბევრად მხნედ და უკეთ ვარ, ვიდრე მაშინ, როცა ვისვენებ, როცა არ ვმუშაობ, მაშინ სულ კადრებს ვუყურებ და სულ მეტირება. ოფიციალური მონაცემით-105 ბავშვია უკვე დაღუპული. რეალურად რამდენი,ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. ეს ფოტო. როგორ სძინავთ ომის ბავშვებს თავშესაფარში, მანადგურებს", - წერს გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა