თეგებით ძიება

"მკვდარი ჩვილი ტილოში გახვეული. ასობით ცხედარი და გაშეშებული ექიმი... ცეცხლში დაიწვას პუტინი და ყველა რუსი..." - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი რუსი აგრესორების მიერ უკრაინი ქალაქ მარიუპოლში დრამატული თეატრის დაბომბვას ეხმაურება, სადაც, სავარაუდოდ,
1500 ადამიანი აფარებდა რუსულ ბომბებს თავს.

"მარიუპოლის თეატრის დაბომბვის კადრები ნახეთ? მკვდარი ჩვილი ტილოში გახვეული. ასობით ცხედარი შენობაში და გაშეშებული ექიმი. თავშესაფარი დაბომბეს სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები თავს აფარებდნენ. თავშესაფარი ხალხო!

კადრები არ მქონდა ნანახი.
შოკიდან ვერ გამოვდივარ.
ჩვენ რა წუხილები გვაქვს. რაზე ვდარდობთ, რაზე ვჩხუბობთ! რატომ ვნახე ეს კადრები.
ცეცხლში დაიწვას პუტინი და ყველა რუსი, ვისთვისაც ეს ამბავი სპეცოპერაციაა", - წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა