თეგებით ძიება

"ეს ამბავი მთავარ ამბად უნდა ჩაიწეროს პუტინის პოლიტიკის საბრალდებო საქმეში!! " - ესმა კუნჭულია

ჟურნალისტი, ესმა კუნჭულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ასჯერ შემხვდა ეს ამბავი და ასჯერვე სწრაფად ჩავსქროლე და მერე ასჯერვე ვიდარდე, რომ ვერა და ვერ გავუსწორე ამ სისასტიკეს თვალი((
და ბოლოს გადავწყვიტე, ჩვენი ცრემლი დავადევნოთ ამ ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ისტორიას დედამიწაზე უკანასკნელი ომიდან და დიდ სასამართლოზე საბრალდებო დასკვნაში ჩაეწეროს ამ ომის დამკვეთს(((
ფრთხილად მივუახლოვდი ამ ტრაგედიას: ჯერ მარინას გვარი ვიპოვე, მერე მისი ფრისბუქ-გვერდი ვნახე, ბოლოს მეგობრის და დედის ნაამბობი წავიკითხე…
42 წლის მარინა მეთი ფულს დიდხანს აგროვებდა და საკუთარი ბინა იყიდა, კიევის ოლქში, ქალაქ ირპენში. იურიდიულ კომპანიაში მუშაობდა, ათასი გეგმა ჰქონდა…
ბინა იყიდა, გაარემონტა, მოაწყო და ომიც დაიწყო - რუსეთი თავს დაესხა უკრაინას.
მარინას უფროსი შვილი 22 წლის ჰყავს და მეგობართან გადასულა საცხოვრებლად, უმცროსი 9 წლის ივანი კი მასთან ცხოვრობდა…
2 დღის წინ, ოკუპანტებით სავსე ირპენიდან სოფელ რომანკოვოში წასვლა გადაწყვიტა. ჩემოდნები ჩაალაგა, ტაქსი გამოიძახა და ივანთან ერთად სადარბაზოდან გავიდა...
ოკუპანტის ტანკმა დედა-შვილს მიზანში ესროლა და ადგილზე დაფლითა….
მეზობლებმა მარინა და ივანი, იქვე, კორპუსის ეზოში დაკრძალეს… საფლავის ბორცვზე ფიცრები ჩაარჭვეს და ზედ დედა-შვილის სახელები დააწერეს!
ეს ამბავი მთავარ ამბად უნდა ჩაიწეროს პუტინის პოლიტიკის საბრალდებო საქმეში!!
მარინა მეთი და ივან მეთი - ეს გმირი დედა-შვილის სახელია!!!", - წერს კუნჭულია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა