თეგებით ძიება

"ალექსანდრე ყაზბეგი გეი იყო და მაგიტომ არ უყვარდა "ქრისტიანი რუსი სალდათებიო..." - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"დღეს 49 წლის ხევსურმა "კაცმა" მითხრა, ალექსანდრე ყაზბეგი ცუდი ადამიანი იყოო, ეგ გეი იყო და მაგიტომ არ უყვარდა "ქრისტიანი რუსი სალდათებიო..."
49 წლის ხევსურმა თქვა ეს და მე შემრცხვა, ისე შემრცხვა, ისე შემრცხვა, მინდოდა, ფეხქვეშ მიწას ეგრძნო...
ალექსანდრე ყაზბეგი რომ ცუდი ყოფილა, თურმე, პირველად არ მესმის, ჯერ ერთმა ჩინოვნიკმა მომწერა, ეგ რომანებს წერდა, მართლა ეგრე კი არ იყოო, მერე ორმა ადვოკატმა და ორივე ალტ-ინფოშია, მითხრა, ეგ იყო რუსოფობიო...
ნარკომანიც იყო, იქნება?
ლოთმა ტაბიძემ შემოგითვალათ, რომელი საათია მანდ, ისევ ის საათიაო?
ჯავახიშვილმა თავში წაიშინა ხელი, ხიზნებო, გამოფხიზლდითო...
ამას წინათ მითხრეს, შეეშვი რა მაგ პრორუსებს, ცოტანი არიანო...
ცოტანი არიან, კი, მაგრამ პატრიოტის მანტიას იხურავენ და და ელაპარაკებიან და ელაპარაკებიან, აბრეხვებენ ციტატებს დამახინჯებულად, თესენ შიშს და მერე დაშინებულ ადამიანებს აჯერებენ, რომ ქართველობა სხვა რამე იყო და არა სიმართლისთვის, ოჯახისთვის, ღმერთისთვის, რწმენისთვის ბრძოლა.
დღეს დაწერა ჩემმა რამდენიმე მეგობარმა, იქ ყოფილა ღმერთი, მარიუპოლში, იმ თეატრის სარდაფში, სადაც ადამიანები დაბომბვას გადაურჩნენო....
თუ ღმერთი იქაა, უფლის ლახვარიც იქ იქნება... უფლის სამსჯავროც იქ იქნება... და მჯერა, დასრულდება ეს ბოროტი იმპერია...
მაგრამ, ამასობაში, ჩვენ რაღაცა დიდს ვკარგავთ, მართლა ვკარგავთ ქართველობას, თურმე...
ჩოხას ჩაიცვამენ, კაბას მუხლს ჩამოაცილებენ, პირჯვარს გადაიწერენ, ილია მეორეს დალოცავენ, ილია ჭავჭავაძე მოკლესო, იტყვიან, ვაი, ვაიო და მერე ისეთ სიბინძურეს მოუგონებენ ქართველ ერს, ქართველი ერის დიდ შვილებს, რომ გაფიქრებაც გიჭირს, ისე გადაატრიალებენ აკაკის სიტყვებს, თან ჯვარს აკოცებენ და დაიფიცებენ, დასტურ ასეაო, რომ მე ჯინსიან გოგოს ვინღა მიჯერებს, რაც უნდა ვთქვა მერე...
49 წლის, მოხეული, მაღალი, შეხედავ, კაცს ჰგავს, ხევსური ვარო, კაცო, ხევსური ვარო და ელგუჯა გეი რომ იყო, იმიტომ დაემართა ის, რაც დაემართაო...
ნარკომანიც იქნებოდა ეგ...
ვკითხე, მამა თუ ჰყავდა ცოცხალი...
არ მყავსო...", - წერს კეშელავა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა