თეგებით ძიება

"დავდექი მოედანზე, ვხედავ უზარმაზარ სტალინს. მეთქი ამ ძეგლთან რამე როგორ გავაკეთო მიშა?" - რას იხსენებს ჩერგოლეიშვილი?

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, სტატუსს აქვეყნებს:

"2009 წელს ჩექფოინთ ჩარლიდან გერმანიის მაშინდელი გადასარევი ელჩის, პატრისიას დახმარებით ჩამოვიტანე ფოტო გამოფენა ბერლინის კედლის.
იპოდრომზე დავდგი უზარმაზარი კედელი - ბერლინის კედლის ანალოგია.
კედელი სრულდებოდა დიდი ეკრანით და პულტით - უკრავდა გიორგი ბაქანიძე და თომა ჩალაძე, ისმოდა რეიგანი, ჩერჩილი, ტეტჩერი კენედი - გიორგი სასწაულს აკეთებდა - Riders on the Storm - ზე დადებული რეიგანი არასოდეს დამავიწყდება.
ბაიდენი იყო აქ მაგ დღეს - სააკაშვილის ცნობილი ფოტო ნიუ იორკ თაიმსში, ღვინის ბოთლით და მინდორში, ვისაც გახსოვთ - ეგ ღონისძიებაა.
დაანგრიეთ კედელი!
პ.ს. გაგრძელებაც აქვს ამ ისტორიას. ღონისძიება მიშას ისე მოეწონა, მთხოვა გორშიც გააკეთე ომის წლისთავზეო.
კაი მეთქი. ჩემდა სამარცხვინოდ გორში ნამყოფი არ ვიყავი - ჩავედი დავდექი მოედანზე, ვხედავ უზარმაზარ სტალინს.
მეთქი ამ ძეგლთან რამე როგორ გავაკეთო მიშა? ჯერ ეს მოხსენი! მოაშორე აქედან!
დავაბი - he is about visual, დავანახე როგორ გამოდის სიტყვით გორში ცენტრალურ მოედანზე, ომის წლისთავზე, ბერლინის კედლის ფონზე და როგორ ინგრევა მის უკან სტალინის გლორიფიკაცია - ძეგლი - იღებს სიენენი, ფოქსი, ყველა დიდი მედია! გაგიჟდა მოეწონა. როგორ არ უნდა მოსწონებოდა?
მაგრამ ჩამიშალეს - ვანო მერაბიშვილმა გორში არჩევნები მაქვს მოსაგები 2010 წელსო.
(ისე მე რა ჩამიშალეს, მიშასთვის იქნებოდა კარგი ახლაც, ეგ კადრი რომ არსებობდეს).
აღარ ვაკეთებდი ღონისძიებას სანამ არ დამპირდნენ რომ მოხსნიდნენ არჩევნების მერე - მერე უკვე სტალინის ძეგლის აღების მოთხოვნად გადავაკეთე და აღარ მოვეშვი სანამ ღამით არ მოხსნეს", - წერს ჩერგოლეიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა