თეგებით ძიება

"ჩემი ძმა იძულებით, საომრად გაიტაცეს... იმედია, შენი ძმა ჩემ ძმას არ მოკლავს" - რუსი და უკრაინელი მეგობრების მიმოწერა ვრცელდება

მხატვარი, ლევან სონღულაშვილი რუსი და უკრაინელი მეგობრების მიმოწერას სოციალურ ქსელში ავრცელებს:

"ჩემი მეგობრების საერთო ტელეგრამ ჩატიდან.
რუსი მეგობარი უკრაინელ მეგობარს: - დღეს ჩემი ძმაც იძულებით, საომრად გაიტაცეს, შენი მცხვენია, თან ვნერვიულობ… ბოდიში.
უკრაინელი რუსს: - იმედია, შენი ძმა ჩემ ძმას არ მოკლავს, ან პირიქით. მიყვარხარ, სამშვიდობოს შევხვედროდეთ ერთმანეთს", - წერს სონღულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა