თეგებით ძიება

"სანქციებს არ ვუერთდებით, რა პასუხი ექნება დასავლეთს ჩვენთვის? რატომ უნდა დაგვეხმარონ ჩვენი ღვინის მათ ბაზარზე შეტანაში?" - გიორგი მშვენიერაძე

იურისტი, გიორგი მშვენიერაძე საქართველოს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების არ შეერთების ფონზე, ქართული ღვინის ევროპულ ბაზარზე შესვლის საკითხს განიხილავს:

"ქართული ღვინისთვის უახლოეს მომავალში ხელმიუწვდომელი იქნება რუსეთის, ბელარუსის, უკრაინისა და ყაზახეთის ბაზარი. ამ ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის უდიდესი ნაწილი მოდის (ძირითადად დიდი ქარხნების და არცთუ ხარისხიანი ღვინო).

რა უნდა გაკეთდეს, სად უნდა გაიყიდოს ეს ღვინო? ცხადია სახელმწიფომ ინტენსიური მოქმედება ახლა უნდა დაიწყოს და დასავლეთის ქვეყნების ბაზრის ათვისებაზე მუშაობდეს. თხოვდეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს ამ გაჭირვების დროს ხელის გამართვას და გვერდში დგომას.

მაგრამ მაშინ, როცა აშშ-სა და ევროკავშირის სანქციებს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ არ ვუერთდებით, რა პასუხი ექნება დასავლეთს ჩვენთვის? რატომ უნდა დაგვეხმარონ ჩვენი ღვინის მათ ბაზარზე შეტანაში?

დღეს ამერიკის ელჩმაც ცხადად გვითხრა, სანქციების არმიერთებას რომ ფასი ექნება", - წერს მშვენიერაძე.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა