თეგებით ძიება

"ბათუმი უკვე პირამდე სავსეა ოკუპანტებით...უნდა მოვიფიქროთ რამე, რაც იქნება ხისტი და რადიკალურად ანტირუსული" - სოფო ბერიძე

ექიმი, სოფო ბერიძე ქალაქ ბათუმში ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეების სიჭარბეზე სოციალურ ქსელში წერს.

"ბაკურიანში ვარ. შეყუჟული სასტუმროში შვილებთან ერთად.
ვემალები უკრაინის ამბებს.
და ვითრევ ფეხს ბათუმში დაბრუნებაზე.
მესამედ გადავწერე პაციენტები...
არადა ბათუმში დაბრუნება ჩემი ნიშანია -
სადაც არ უნდა მესწავლა და მეცხოვრა,
ყოველთვის ბათუმში უფრო მინდოდა.
და პირველად არ მინდა ჩემ საყვარელ ქალაქში.
უკვე პირამდე სავსეა ოკუპანტებით და ამიტომ.
დედაქალაქს თუ ახლა დაეტყო, ბათუმი ბოლო 5 წელია ნელნელა ივსებოდა რუსებით და აივსო...
პროტესტი სულ მქონდა, თუმცა ახლა ახლა უკვე არ ვიცი როგორ არ შევეხო ფიზიკურად, მაღაზიაში გვერდით რომ დამიდგებიან.
არც ის ვიცი, როგორ დავრჩე ადეკვატური ჩემი პრორუსი თანამემამულის, მთავრობის, კოლეგის, პაციენტის მიმართ.
რამე სისტემური, ეროვნული, სამამულო (როგორც თვითონ იტყვიან) - ანტირუსული კამპანია გვჭირდება!
ვირუსულად რომ გავრცელდეს
ოკუპანტს დისკომფორტი შეუქმნას
ჩვენ გული მოგვაფხანინოს და
მოძმე უკრაინელების წინაშე პირი მოგვწმინდოს
რამე ასეთი.
#რუსეთიოკუპანტია აღარ მუშაობს.
"ზასტალომ” გვყავს უკვე ეს ოკუპანტი და გულში ვიკრავთ.
უნდა მოვიფიქროთ რამე - რაც კანონის ფარგლებს არ გაცდება, მაგრამ იქნება ხისტი და რადიკალურად ანტირუსული.
ვიფიქრებ გზაში.
მაინც უნდა დავბრუნდე", - წერს სოფიო ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა