თეგებით ძიება

"ჰააგა, ბერლინი, კიევი მამართლებენ და ქართული კოლაბორაციონისტული ხელისუფლება მასამართლებს" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ზურაბ ადეიშვილი არის მთავარი მომლაპარაკებელი უკრაინის მხრიდან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. ეს ის სასამართლოა, რომელშიც წულუკიანის ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ გავემტყუნებინეთ, ამასწინათ მე და ქართულმა ჯარმა საქმე პირწმინდად მოვიგეთ.
ეს ის ზურაბ ადეიშვილია, რომელსაც მურუსიძის სასამართლოში მრავალრიცხოვანი განაჩენი აქვს გამოტანილი, მაგრამ რატომღაც ჰააგაში დიდი ზარზეიმით იღებენ. ცოტათი მაინც არ გეხამუშებათ ეს ყველაფერი და ისიც, რომ მე ახლა ციხის საკნიდან ვწერ?!

გუშინ გერმანულმა სასამართლომ გაამართლა გიგი კალანდაძე და ერთ-ერთ არგუმენტად ჩემი პატიმრობის უსამართლობა დაასახელა.
ე.ი. ჰააგა, ბერლინი, კიევი მამართლებენ და ქართული კოლაბორაციონისტული ხელისუფლება მასამართლებს, მათ შორის, გარდაცვლილი ლეხ კაჩინსკის საფლავზე მიტანილი გვირგვინის ყიდვის გამო, იმ ქვეყნის პრეზიდენტის, რომლის პრემიერმინისტრი დღეს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს და პრესკონფერენციაზე მუდმივად კაჩინსკის ციტირებდა", - წერს სააკშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი გასული წლის ოქტომბერში თბილისში დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა