თეგებით ძიება

"დიდი სიამაყით ამევსო გული ამ კაცის სიმამაცით...ორჯერ აქვს ინფარქტი გადატანილი და ხუთჯერ გულის ოპერაცია" - რას წერს დომენიკ მანგო ქართველ მოხალისეზე?

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო, რომელიც უკრაინაში იმყოფება, ქართველ მოხალისეზე წერს, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, უკრაინაში საბრძოლველად ჩავიდა:

"ჩვენთან ერთად არის 58 წლის თამაზ ჩიქოვანი, ორჯერ აქვს ინფარქტი გადატანილი და ხუთჯერ აქვს გულის ოპერაცია გაკეთებული. ეს ამბავი რომ მოვისმინე, ყველაფერი ვცადე, რომ ამეშორებინა ომს, შუა გზაზე ვუთხარი ადგილი არ გვაქვს და ვერ წაგიყვანთ-მეთქი, მაგრამ მაინც მოაღწია ჩვენამდე თავისით. დღეს რომ დავინახე, თან მეწყინა, მაგრამ დიდი სიამაყით ამევსო გული ამ კაცის სიმამაცით და დაუძინებელი სურვილით, რომელმაც გადმოალახინა ათასობით კილომეტრი აქ დასადგომად. დიდებული ადამიანია, დიდი გულის კაცი. პოეტია და არც ის დარჩება მუზის გარეშე ჩვენს შემხედვარე.
დიდება გმირებს!", - წერს მანგო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა