თეგებით ძიება

აფხაზეთიდან დევნილმა ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში 175 ლიტრი თაფლი მიიტანა უკრაინაში გასაგზავნად

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ვერიკო ჯიბლაძე ამბობს, რომ აფხაზეთიდან დევნილმა კაცმა, უკრაინელებს თაფლი გაუგზავნა.

"სიკეთის არც ერთი ქმედება, რაც არ უნდა მცირე იყოს, არასოდეს იკარგება..."
ეს საოცარი ადამიანი მეფუტკრე, იოსებ მუშკუდიანი გახლავთ, დევნილი აფხაზეთიდან. ახლა სოფელ ძვ. აბაშაში ცხოვრობს.
"კარგად მესმის უკრაინელი ხალხის ტკივილის, ვიცი, რას ნიშნავს ამ დროს თანადგომა და სიკეთის ხელის გაწვდენა... ადამიანებმა ერთმანეთს ვაჩუქოთ ერთი წვეთი სითბო, რომელიც მერე ზღვად იქცევა და ყველა ბოროტებას მოერევაო",-მითხრა ბატონმა იოსებმა. ის უკრაინელ ხალხს 175 ლიტრამდე თაფლს უგზავნის.
სევდიან, ყინვიან და თოვლიან გაზაფხულსაც სიკეთე ათბობს, ჩუმი და სიყვარულით სავსე სიკეთე", - წერს ჯიბლაძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა