თეგებით ძიება

"ვაახ ფსკერსაც თუ "ფსკერი" ჰქონდა არ ვიცოდი !!!" - ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილს უპირისპირდება

კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი "ტაბულას" რედაქტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს მიმართავს:

"ჰო ამ ჩერგოლეიშვილს, რომ ჰკითხო, ციხის ბუნტის დროს, ელენე თევდორაძე ხელს რომ ადებს ღია ტვ ეთერში ,"ამის " მეუღლე გიგა ბოკერიას და ღიად, რომ ამბობს გიგა ბოკერიას ვადანაშაულებო, აი ის ბოკერია სჭირდება ხალხს თურმე, თან სააკაშვილის ხმებით პარლამენტში შესული ბოკერია, სააკაშვილის დროს რომ უშიშროების მდივანი იყო და ახლა რომ "ერთ პროცენტიანია", პარტია რომ ჩამოამხო მეუღლე ჩერგოლეიშვილმა ანუ განულებული ფაქტიურად, აი ის ბოკერია. ჰოდა ციხეში რომ პრეზიდენტია, ჯანმრთელობით რომ დაუძლურებულია ( როგორც ექიმები ამბობენ) და შენ ამ დროს მისი, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის ( აქტიური და "ყველაფრით კმაყოფილი" )მეუღლე რომ ხარ და ახლა პრეზიდენტის დედას უპირისპირდები - მიმართავ და სააკაშვილს, "ზნედაცემულს" უწოდებ, თან მისი მოღვაწეობის დროს რომ "იფურჩქნებოდი" (ყველაფერზე რომ ხელს აწერდი) და მისი წასვლის შემდეგაც რომ სააკაშვილის ხმებით ( მოპარული ხმებით) პოლიტიკოსობ, თავად მკითხველმა განსაჯოს - თქვას უზნეობა რა არის და რას ჰქვია?! რა ვიცი, ოპოზიციაში მაშინ - მესამე პრეზიდენტის მმართველობის დროს არ იყო ეს "ცოლ-ქმარი", ( რადგან მე მაშინდელ ოპოზიციონერს უნდა მახსოვდეს) უკიდურესი რადიკალიზმით და სისასტიკით კი გამოირჩეოდა ბოკერია მაშინ თუ "ციხის ბუნტის დროს" თუ ზოგადად ადამიანებისადმი ცინიზმით სავსე და სასტიკი დამოკიდებულებით და რა "ზნეობაზე" საუბრობს ეს ქალი?! ვაახ ფსკერსაც თუ "ფსკერი" ჰქონდა არ ვიცოდი!!!", - წერს ჩარკვიანი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა