თეგებით ძიება

"ჩემი გულწრფელი სამძიმარი ორი ქართველი გმირის დაღუპვის გამო" - სააკაშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების დაჯილდოების ინიციატივით გამოდის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინაში მებრძოლი მეომრების დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

"ჩემი გულწრფელი სამძიმარი ორი ქართველი გმირის, დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის დაღუპვის გამო.
ვუერთდები ნიკა გვარამიას მოწოდებას, მათთვის სიკვდილის შემდეგ ქართული საბრძოლო ჯილდოებით დაჯილდოების თაობაზე", - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას ქართველი მეომრები დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაიღუპნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა