თეგებით ძიება

"ქაცარავა, ხაბაზი და ოქრუშვილი ხოა ჯანზე? მთავარია სლავა უკრაინი ,სლავა გეროიამ!" - ნინო ჯღარკავა

ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა უკრაინის ომში, რუს ოკუპანტებთან ქართველი მეომრების დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რაც მთავარია ქაცარავა, ხაბაზი და ოქრუშვილი ხოა ჯანზე?ხომ არიან მშვიდობით ,ღმერთმა ჯანმრთელი დააბრუნოთ და იმ დაღუპული ბიჭების ოჯახებსაც ანუგეშებენ! მთავარია სლავა უკრაინი ,სლავა გეროიამ!", - წერს ჯღარკავა.

ცნობისთვის, 17 მარტს უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას ქართველი მეომრები დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაიღუპნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა