თეგებით ძიება

"ეს ჩაითვლება საბრძოლო მოქმედებებში ჩართვად უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის მხარეს" - სააკაშვილი მთავრობას მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საჰაერო სივრცის რუსული ხომალდის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ხელისუფლებას ფაქტის განმარტებისკენ მოუწოდებს.

"საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა ახსნას, როგორ მოხდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ ქართული საჰაერო სივრცის გამოყენება. თუ ეს მართლა მოხდა მათი ნებართვის გარეშე, მაშინ ხმამაღლა უნდა გააპროტესტონ და ნოტა გაუგზავნონ რუსეთს შვეიცარიის საელჩოს გავლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩაითვლება საბრძოლო მოქმედებებში ჩართვად უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის მხარეს.

სამართლებრივად, ვერცერთი თვითმფრინავი ვერ გაივლის სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამ ქვეყნის კონკრეტულად მიცემული ნებართვის გარეშე", - წერს სააკაშვილი.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ: "საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს - საქართველოს ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა Il-76, სარეგისტრაციო ნომრით RA76429".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა