თეგებით ძიება

"ტრაგედია! როდემდე მოკლავენ ასე ადამიანებს "უცოდინრობით" როდემდე?? " - სოფიო კაკაჩია

ჟურნალისტი, სოფიო კაკაჩია 19 მარტს ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ტრაგედია
ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი საკუთარ ჭიშკართან გაჩერებული მანქნიდან გადმოდიოდა, როცა საპირისპირო მხარეს სწრაფად მომავალი მანქანა დაეჯახა, აალდა და ადგილზე დაიღუპა...
ეს იცით რისი შედეგია?
ყველა მდიდარი მამიკოს უტვინო და ცინგლიანი შვილიკოები რომ სხედან ძვირადღირებულ მანქნებზე, ნაყიდი მართვის მოწმობით...
ამ ქვეყანაში ფაქტობრივად ხომ ნაყიდია ყველა მართვის მოწმობა, რომელიც აქამდე გაცემულა...
შემედავეთ მოგისმენთ...

ვისაც გეკუთვნით:
ყველა დაღუპული ადამიანის ცოდვა თვენს კისერზეა, საგზაო უსაფრთხოების მიმართ ასეთი "ლოიალური დამოკიდებულების" გამო?!
სტატისტიკა ხელმისაწვდომია, ნახეთ...

გეტყვით რა იქნება შემდეგ...
გაიმართება სასამართლო, მიუსჯიან და ფულიანი მამიკო ისევ დაიხსნის "მკვლელ შვილიკოს"...
ამ ქვეყანაში, როდემდე მოკლავენ ასე ადამიანებს "უცოდინრობით" როდემდე??
პ.ს. იმედი მაქვს, საკითხისადმი ასეთი გულგრილობისთვის ჯოჯოხეთში თქვენთვის მოიძებნება შესაბამისი სასჯელი", - წრს კაკაჩია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა