თეგებით ძიება

ოკუპანტ რუსეთში მაღაზიებს ქართული საკვები პროდუქტით ამარაგებენ

რუსეთ-უკრაინის ფონზე, როდესაც დასავლეთმა რუსეთს სანქციებში დაუწესა, ოკუპანტ ქვეყანას საკვები პროდუქტებით საქართველოდან კვლავ ამარაგებენ. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ე.წ. დეზერტირების ბაზარში გარემოვაჭრეები ადასტურებენ, რომ ისინი ყოველდღიურად ტვირთავენ მანქანებს საკვები პროდუქტებით, რომელიც შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში იგზავნება.

ლარსის გამშვები პუნქტიდან საკვებით დატვირთულ ავტომობილები უპრობლემოდ გადიან.

შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მილიონობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა