თეგებით ძიება

"ესეც სანქციების შედეგი! რუბლით ტუალეტის ქაღალდის შეძენა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ამ რუბლის ტუალეტის ქაღალდად გამოყენება!" - ოთო აბესაძე

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ოთო აბესაძე რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგს სოციალურ ქსელში აანალიზებს:

"მარტივად რომ აგიხსნათ როგორი ინფლაციაა რუსეთში.
რუბლით ტუალეტის ქაღალდის (ერთი რულონი) შეძენა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ამ რუბლის (კუპიურების) ტუალეტის ქაღალდად გამოყენება.
არ ვხუმრობ!

120 რუბლი ღირს ერთი რულონი ტუალეტის ქაღალდი (100 ნაჭრიანი). პირდაპირ რუბლები რომ გამოიყენონ (100 რუბლი), ტუალეტის ქაღალდად უფრო იაფია.

ესეც სანქციების შედეგი", - წერს აბესაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მილიონობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, დასავლეთმა რუსეთს და პუტინთან დაახლოებილ ოლიგარქებს ფინანსური და ეკონომიკური სანქციები დაუწესა, ქვეყანა ასობით ბრენდმა დატოვა.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა