თეგებით ძიება

"ძალიან ბევრი საქართველოდან ჩამოსული უკან გაბრუნდა..." - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ახლა უკრაინაში იბრძვის, იმ ადამიანებს აფრთხილებს, ვისაც უკრაინაში საომრად უნდა ჩასვლა:

"ხუთასამდე ადამიანმა მომწერა რომ მოხალისედ სურთ უკრაინაში წამოსვლა. ბევრი უპასუხოდ დავტოვე, ამიტომ აქ დავწერ საჯაროდ და ყველასთვის.
კარგად მესმის ყველას მოტივაცია, გულანთება და ჟინი, მაგრამ ყველას გირჩევთ დაივიწყეთ აქ წამოსვალზე ფიქრი თუ:
ა) არ გაქვთ საბრძოლო გამოცდილება (ავღანეთში და ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობაც კი არ მიიჩნება აქ საბრძოლო გამოცდილებათ);
ბ) არ იცით ენა (რუსული ან ინგლისური);
გ) არ გაქვთ დამოუკიდებლად ჩამოსვლის საშუალება (ბილეთის შეძენა და სხვა).
დ) თუ ფიქრობთ რომ მხოლოდ 2-3 კვირით გინდათ ჩამოსვლა;
აქ სულ სხვანაირი ომია და ძალიან ბევრი საქართველოდან ჩამოსული უკან გაბრუნდა ამის გამო. ჯობია უკრაინას დავეხმაროთ და ტვირთად არ დავაწვეთ", - წერს ოქრუაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა