თეგებით ძიება

"რას ნიშნავს “ძმობა” პოლონურად" - რა დახმარება გაუწია ვარშავამ უკრაინას?

სებ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე პოლონეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარებების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"რას ნიშნავს “ძმობა” პოლონურად:
- საომარი მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე საათში დეფაქტო გააუქმა 560 კილომეტრიანი საზღვარი უკრაინასთან;
- მიიღო 1,7 მილიონი (წარმოუდგენლად დიდი რიცხვია) ლტოლვილი, ფაქტიურად სახლებში, ყველანაირი სპეც ბანაკების გახსნის გარეშე;
- ჯაველინები, სტინგერები და ყველა ტიპის დასავლური შეიარაღების დიდი ნაწილი შედის პოლონეთიდან;
- საათებში დააორგანიზა ჰუმანიტარული და ლოგისტიკური უზარმაზარი კორიდორი/ზურგი;
- პოლონეთის Rzeszow -ის აეროპორტი (საზღვრიდან ერთი საათის სავალზე) გადაიქცა მთავარ მიწოდების ჰაბად;
- ქვეყანამ და ხალხმა იტვირთა დასავლეთის და უკრაინის მთავარი დამაკავშირებელის უაღრესად სახიფათო როლი;
- ბრიტანეთთან და ბალტიის ქვეყნებთან ერთად ქმნის ახალ ალიანს რუსეთის წინააღმდეგ;
- გამოდის ინიციატივით და ლობირებს რუსეთთან ვაჭრობის სრულ ემბარგოს;
- ომის დამნაშავე პუტინის, პირდაპირი მუქარის კვალდაკვალ, პოლონეთის პრემიერი ჩავიდა კიევში;
და ეს მხოლოდ საჯარო წყაროებით ცნობილი ფაქტების ნაწილია.
ასე იწერება ძმობის და ღირსების ისტორია მეგობრებო.
Stay strong Ukraine ????????????????
პ.ს. თხოვნა მექნება “ნატოს წევრია და ამიტომ არ ეშინია” ტიპის კომენტარებით, ამ დიდებულ ხალხს და ქვეყანას ნუ დავაკნინებთ", - წერს ქადაგიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მილიონობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, დასავლეთმა რუსეთს და პუტინთან დაახლოებილ ოლიგარქებს ფინანსური და ეკონომიკური სანქციები დაუწესა, ქვეყანა ასობით ბრენდმა დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა