თეგებით ძიება

"გრცხვენოდეთ! არაერთი ნაცნობი გამოაძევეს ბინიდან იმის გამო, რომ სხვა კლიენტები უხდიან 3-ჯერ მეტს... იქ მთავრდება შენი ადამიანობა, სადაც შენიანს აძევებ და შენ კი ფულის ხამი ხდები!"

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მეა ჩერქეზია ბოლო დროს მდგმურების ბინებიდან გაშვების შესახებ წერს:

"საერთოდ უნდა მეკიდოს ახლა მე ეს, იმიტომ რომ საკუთარი სახლი მაქვს და ყველაფერი... მაგრამ ჩემს ირგვლივ არაერთი ნაცნობი, მეგობარი თუ დაქალი, ძმაკაცი, გამოაძევეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით იმის გამო რომ ვიღაც სხვა კლიენტი შედის ბინაში (ბელორუსიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან) და ისინი უხდიან 3-ჯერ მეტს.

ანუ სტუდენტი, რომელიც ჩამოსულია, ან არასტუდენტი, რომელიც მუშაობს თვეში 600-700-800 ლარზე, და ისიც 8-12 სთ დღეში ხოლმე და ცდილობს რომ თავისი შრომით რამეს მიაღწიოს და ორი კაპიკი შემოიტოვოს (არა მოსაწევისთვის) არამედ სწავლისთვის, კომუნალურებისთვის და ქირისთვის, იმას უწესებთ თვეში 800-1000ლარს მომქირავებლები?! თან ისეთ ბინებზე მაქვს საუბარი, რომ გათბობა, ავეჯი, და ტექნიკა, ცხელი წყალი რომ არაა ხოლმე...

ასეთ ხალხს მინდა მივმართო! გრცხვენოდეთ!!!! მერე არ თქვათ "ჩვენ რა შუაში ვართ, ესეა ყველგანო"... იქ მთავრდება შენი ადამიანობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სადაც შენიანს აძევებ, იმეტებ ნაგვისთვის და შენ კი ფულის ხამი ხდები! და ვინც ასე უსამართლოდ ექცევით საკუთარ მოქალაქეებს, ორმაგად უსამართლოდ დაგიბრუნდეთ და ეს ჯიბეში "მოქუჩული" ფული წყალს წაეღოს, ღმერთმა არ მოგახმაროთ!!! (არ მიყვარს ასეთი რამეების თქმა ხმამაღლა) მაგრამ სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია. და ვიცი რომ აუცილებლად ახდება ჩემი სიტყვა!!!!", - წერს მეა ჩერქეზია.

"გრცხვენოდეთ! არაერთი ნაცნობი გამოაძევეს ბინიდან იმის გამო, რომ სხვა კლიენტები უხდიან 3-ჯერ მეტს... იქ მთავრდება შენი ადამიანობა, სადაც შენიანს აძევებ და შენ კი ფულის ხამი ხდები!"



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა