თეგებით ძიება
05. 04. 2022 მსოფლიო

"უკრაინა არ არის რუსული აგრესიის ბოლო სამიზნე, უკრაინა ახლა წყვეტს აღმოსავლეთ ევროპის ბედს“ - ზელენსკი რუმინეთის პარლამენტს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუმინეთის პარლამენტს მიმართა, სადაც დარბაზში მყოფებს ბუჩაში მომხდარი მკვლელობების ფოტოები აჩვენა.

ზელენსკიმ ასევე გაიხსენა რუმინეთის ყოფილი დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ.

"ნიკოლაე ჩაუშესკუ რუმინეთს ანადგურებდა. ის რეჟიმი მხოლოდ რეპრესიებზე იყო დაფუძნებული. რუმინელმა ხალხმა ხმა აიმაღლა და დაიცვა საკუთარი თავი, დაამხო ეს რეჟიმი. ჩაუშესკუს ვერაფერში არწმუნებდნენ, ისევე როგორც რუსეთს, რომელიც კრიმინალურ ბრძანებებს იძლევა.

პატივცემულო რუმინელებო, ჩვენ ერთად შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ხალხი, ვისაც სურს, გენოციდი ჩაიდინოს ევროპაში. უკრაინა არ არის რუსული აგრესიის ბოლო სამიზნე. მოლდოვა ოდესიდან სულ რაღაც ერთი ნაბიჯის სავალზეა. ამიტომაც ფუნდამენტურია მოლდოვის მთლიანობის დაცვაც. უკრაინა ახლა წყვეტს აღმოსავლეთ ევროპის ბედს“, - განაცხადა ზელენსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა