თეგებით ძიება

უკრაინა ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსს ივნისში მიიღებს

ვიცე-პრემიერის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, ის ელის, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსს ივნისში მიიღებს. ამის შესახებ განცხადებას ვიცე-პრემიერი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

„უკრაინამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კითხვარი. ჩვენ უკვე ჩავატარეთ მოსამზადებელი სამუშაოს დიდი ნაწილი, ამიტომ მზად ვართ უფრო სწრაფად წავიწიოთ წინ. ველით, რომ კანდიდატის სტატუსს ივნისში მივიღებთ. ეს არის ჩვენი აღდგენისა და რუსეთის აგრესორზე გამარჯვების ნაწილი, რომელსაც სურს შეცვალოს უკრაინის დემოკრატიული კურსი“,- განაცხადა ოლგა სტეფანიშინამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა