"მოსკოვი" დაბომბეს და იწვის - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია?
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შავ ზღვაში რუსული სარაკეტო კრეისერი "მოსკოვი" დაიბომბა და იწვის.
ოფიციალური კიევი ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.
ცნობისთვის, აღნიშნული კრეისერი მონაწილეობდა გველების კუნძულზე თავდასხმაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც ათასობით ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.