თეგებით ძიება
20. 04. 2022 მსოფლიო

საოკუპაციო ძალებმა 205 უკრაინელი ბავშვი მოკლეს

უკრაინაში დაღუპული ბავშვების ოფიციალური რაოდენობა არ შეცვლილა 205, ხოლო დაჭრილთა რიცხვი 373-მდე გაიზარდა - ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

ყველაზე მეტად დაზარალდნენ დონეცკის რეგიონში - 118, კიევის ოლქში - 108, ხარკოვის რეგიონში - 91, ჩერნიგოვის რეგიონში - 57, ხერსონის რეგიონში - 43, ნიკოლაევში - 40, ლუგანსკის ოლქში - 36, ზაპოროჟიეს რეგიონში - 25, სუმის რეგიონი - 16, ჟიტომირის რეგიონი - 15.

გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1141 სასწავლო დაწესებულება, აქედან 99 მთლიანად განადგურდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა