TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ამ ეტაპზე არ შეუძლია საუბარი..." - როგორია დათის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
  • "გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ამ ეტაპზე არ შეუძლია საუბარი..." - როგორია დათის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

    შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად, დაშავებული 8 წლის, დათი ქოქრაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება.



    "დათის გულშემატკივრებო, მოგახსენებთ ბავშვის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:

    დათის ყოველდღე, დილას და საღამოს, ღია ჭრილობები უმუშავდება ნარკოზის ქვეშ, რადგან გაუსაძლისი ტკივილები აქვს. ინფექციის გავრცელება ნაწილობრივ შეჩერდა, თუმცა სანამ პროცესი სრულად არ შეჩერდება, მკურნალობის შემდგომ ეტაპზე ვერ გადავლენ.

    ტრაქეოსტომის გამო დათის ამ ეტაპზე არ შეუძლია საუბარი. როდესაც ბავშვი ფხიზლობს და რაიმე სჭირდება სპეციალური ზარის მეშვეობით აგებინებს მშობლებს.

    საბედნიეროდ, წამლებზე დამოკიდებულება დათიმ უკვე გადალახა. საკვების მიღება ეტაპობრივად დაიწყო, თუმცა ძირითადად მიეწოდება ზონდით.

    თქვენი დაუღალავი თანადგომითა და დათის სასწაულებრივი ბრძოლის შედეგად, ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ!”, - წერია ინფრომაციაში.
    344 ნახვა

    საზოგადოება