TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"როგორ ვლოცულობდით და მაინც წავიდა” -13 წლის ნიკა, რომელსაც გუშინ მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა
  • "როგორ ვლოცულობდით და მაინც წავიდა” -13 წლის ნიკა, რომელსაც გუშინ მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა

    გუშინ, ხაშურში ავარიაში დაშავებული 13 წლის ნიკოლოზ ბანცაძე სამწუხაროდ გარდაიცვალა.

    მას ერთ-ერთ სკოლასთან მანქანა დაეჯახა. ბავშვის თბილისის კლინიკაში გადაყვანა იგეგმებოდა, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ეს ვერ მოხერხდა.


    "რეანიმობილი მზად იყო მის თბილისში გადასაყვანად, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, რისკი იყო ფატალური შედეგის, თუმცა ეს მაინც ვერ იქნა აცილებული, მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუსაბამო აღმოჩნდა", – უცხადებენ რადიო "მოზაიკას” კლინიკაში.

    "საშინელებაა. რა ნუგეში უნდა უთხრა დედას და მამას, რა. გასკდა გული, საშინელი დღე გაგვითენდა”, ,,უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ჩვენო ლამაზო ბიჭო”, ,,როგორ ვლოცულობდით ხალხი და მაინც წავიდა”, ,,იქ ვიყავი, შევესწარი განწირულ ოჯახს. ეს დიდი ტრაგედიაა და უფალმა გამძლეობა მისცეს ოჯახს”, ,,სადაც შემხვდებოდა, ყველგან სულ იცინოდა ან იღიმებოდა”, ,,საამაყო შვილი, რამდენჯერ მიფიქრია, ასეთი კარგი შვილი მყავდეს-მეთქი, როგორ უნდა განუგეშოთ”.

    "დედას, მამას შვილი არ უნდა უკვდებოდეს, ცხოვრება არ ვიცით, რას გვიმზადებს. შვილს უშვებ ცოცხალს, ჯანმრთელს, ბედნიერს და სხვანაირად გიბრუნებენ”, ,,რა გახდა მე-3 სკოლასთან ან შუქნიშანი, ან რაღაც დაბრკოლება რომ გააკეთონ ბავშვები. ისე ჩქარა დადიან, პატრონი არაფერს ჰყავს”, ,,ტროტუარი არსად არაა ქალაქში, იმერეთის ქუჩაზე სიარული შეუძლებელია. ბაზარში მისვლა გვიხდება სიცოცხლის ფასად. ტროტუარები არაა და აი, უბედურებაც მოხდა”, - წერენ სოციალურ ქსელში.
    2 671 ნახვა

    საზოგადოება