TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
სამტრედიაში მდინარე გუბისწყალში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
  • სამტრედიაში მდინარე გუბისწყალში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    სამტრედიაში, მდინარე გუბისწყალში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 60 წლის მამაკაცი ექვსი დღის წინ გაუჩინარდა და დღეს დილით ნახეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცხედარი ზუსტად იმ ადგილას აღმოაჩინეს, სადაც მისი ჩანთა იყო ნაპოვნი.

    დავით ჯიბაშვილს ოჯახი 8 მაისის შემდეგ ეძებდა. წნასწარი ინფორმაციით, მას ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა.

    სამძებრო სამუშაოებში საგანგებო მართვის სამსახური და მაშველები იყვნენ ჩართული.

    ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.
    72 ნახვა

    სამართალი