TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"ომის დაწყებიდან მტრის თავდასხმებს მარიუპოლში 20 000-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა..." - მარიუპოლის მერი
  • "ომის დაწყებიდან მტრის თავდასხმებს მარიუპოლში 20 000-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა..." - მარიუპოლის მერი

    მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ მტერი იყენებს ყველანაირ იარაღს, მათ შორის ფლოტს, ავიაციას, არტილერიასა და ტანკებს.

    "აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. მტერი იყენებს ყველა შესაძლო იარაღს. ფლოტი შეუჩერებლად ბომბავს ქარხნის ტერიტორიას, ასევე ავიაცია, არტილერია და ტანკები. ჩვენი ჯარისკაცები ფრონტის ამ ხაზს იცავენ, თუმცა ეს ძალიან რთულია. იმედი მაქვს, მთავრობა და პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი გმირების გამოსაყვანად", - თქვა ბოიჩენკომ.
    58 ნახვა