თეგებით ძიება

"მე უბრალოდ თვალით ვხედავ, როგორ სჭირდება მას დახმარება" - მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი "მთავართან" სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მისთვის უცნობია მღვდელმთავრების მოსაზრებები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების საკითხზე.

"წმინდა სინოდის კრება დიდი ხანია არ ყოფილა, ამიტომ ერთიან აზრს ვერ გეტყვით და რაც შეეხება მღვდელმთავრებს, ყველას თავისი აზრი აქვს. ალბათ მაინც ის სწორია, რომ ექსპერტიზა დაინიშნოს, იმათმა უნდა თქვან. მე წარმოდგენა არ მაქვს, თუ რა ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე და რა ტიპის მკურნალობა სჭირდება. მე უბრალოდ თვალით ვხედავ, როგორ სჭირდება მას დახმარება", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა