თეგებით ძიება

"არ მაინტერესებს, არ მაინტერესებს!" - ღარიბაშვილი აშშ-ის მიერ ლაშა ჩხიკვაძის დაბლოკვაზე

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძე დაბლოკვის შესახებ ისაუბრა.

"...რომ ავიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების საშუალო რეიტინგები და გამოკითხვის შედეგები, რომ შევადაროთ ჩვენს სისტემას ჩვენ არათუ იმ პარამეტრებში ვჯდებით, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ. ყველა მიმართულებით, მართლმსაჯულების, კორუფციის მართვის თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ეკონომიკის თავისუფლების, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული პროგრესი. ბოლო 8 წლის განმავლობაში" - ამბობს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც ის აშშ-ში მიემგზავრებოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა