თეგებით ძიება

მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი მანქანით გადავადგილდები - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "მთავარი არხის" გენერალუი დრექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ დააკავეს ნიკა გვარამია "კერძო კომპანიის მანქანის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისთვის", მაშინ, როცა პრემიერმინისტრი და მისი ოჯახის წევრები სახელმწიფო მანქანას პირადი მიზნებისთვისყეებენ:

"მე ვარ საქართველოს პრემიერმინისტრი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც, როგორც მე ვიცი, მოიპარა ფული, თუ გააკოტრა კომპანია, რა შუაშია, მე რომ მადარებთ ახლა, ჩემს ოჯახს და ჩემი ოჯახის წევრებს – რატომ სარგებლობს თურმე პრემიერმინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით, ამას ეუბნებით ხალხს, ეს არის ტყუილი. მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, ამის მიუხედავად, მე ჩემი მანქანით გადავადგილდები"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა